მე-6 დღეა, სამტრედია-აბაშის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ ლიკა კუჭუხიძეს სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.
ლიკას შესახებ სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს მისი ახლობელი და წერს:
„ლიკუნა, არ დანებდე, იბრძოლე ჩემო გოგო, პატარა სიცოცხლეც გადაარჩინე. იცი რამდენი მლოცველი გყავს? ხომ არის ცოტა უკეთესობები, კიდევ უფრო გაგვახარე შენი კარგად ყოფნით. როგორ ვერ დაიტია დედამიწამ თქვენი ბედნიერება და სიყვარული.
ჩემო ფერია გოგო, დედაღვთისმშობელმა მოგიშუშოს იარები“, – წერს მზია ზურაბიანი სოციალურ ქსელში.
ლიკუნა.არ დანებდე. იბრძოლე ჩემო გოგო.პატარა სიცოცხლეც გადაარჩინე.იცი რამდენი მლოცველი გყავს?ხომ არის ცოტა უკეთესობები….
Posted by Mzia Zurabiani on სამშაბათი, 28 ოქტომბერი, 2025
შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სამტრედია-აბაშის გზაზე 24 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილში ლიკა კუჭუხიძესთან ერთად იმყოფებოდა მისი მეუღლე, 19 წლის ბაჩო ლასარეიშვილი, რომელიც კლინიკაში გარდაიცვალა.
 
				 
															
 
															 
 
 
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
  
 