ბრუნო მარსი სიახლეს სიახლეზე აანონსებს, რითაც ცხადია ის წლის ერთ-ერთი მთავარი სახე იქნება. გარდა იმისა, რომ ის 9 იანვარს მეოთხე სოლო სტუდიური ალბომის ლიდ სინგლს წარადგენს, უკვე 27 თებერვალს კი თითქმის 10 წლიანი პაუზის შემდეგ ახალ დისკსაც გამოუშვებს, ამჯერად არტისტმა ფირფიტის მხარდასაჭერი მსოფლიო ტურნე დააანონსა.
ბრუნო მარსის ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია
The Romantic Tour სტარტს 10 აპრილიდან აიღებს და 14 ოქტომბრამდე გასტანს. ამ პერიოდის განმავლობაში, მუსიკოსი კონცერტებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ტურნეს კონკრეტულ ქალაქებში სპეციალური სტუმრებიც ეყოლება. პუბლიკას მარსის სცენაზე გამოჩენამდე Anderson .Paak პროექტით – DJ Pee .Wee, ლიონ თომასი, რეი და ვიქტორია მონე ,,გაახურებენ”.