18 თებერვალს, პერის ჰილტონი 44 წლის გახდა. დაბადების დღე სელებრითმა ვარსკვლავურ გარემოში აღნიშნა. წვეულების სტუმრებს შორის თავი არაერთმა ცნობილმა სახემ მოიყარა. მათ შორის იყვნენ: სნუპ დოგი, ჯესიკა ალბა, სიდნი სვინი, ლისა, ჯულია ფოქსი, კარა დელავინი, ანია ტეილორ-ჯოი, სია.
პერის დაბადების დღეს მისი მეუღლე, კარტერ რუმი და მათი 2 წლის ვაჟი, ფენიქსიც ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ კაბა, რომელიც ჰილტონს საღამოზე ეცვა მისი 2002 წლის, 21-ე დაბადების დღის ლუქითაა შთაგონებული.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 6 სექტემბერს, პერის ჰილტონმა, 18 წლიანი პაუზის შემდეგ, მეორე სტუდიური ალბომი – Infiniti Icon გამოუშვა.
18 წლის შემდეგ, პერის ჰილტონი ახალ დისკს გამოუშვებს
