LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლომჯარია: პრემიერი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

136
ნინო ლომჯარია

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის ომთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერის განცხადებები მის პოზიციას არ გამოხატავს.

პრემიერი: უკრაინაში ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრისმომცემია

ლომჯარიას თქმით, ქართველები მეგობრებს გასაჭირში არ ტოვებენ.

„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემს პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!“- წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში: ღარიბაშვილი

არავითარი საფრთხე საქართველოს არ ემუქრება, სიმშვიდე შევინარჩუნოთ – რუსეთთან მოვახერხეთ სიტუაციის დეესკალაცია: ირაკლი ღარიბაშვილი 

ღარიბაშვილი: ჩვენ მზად ვართ, ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინოთ უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები