ტურისტმა სახლის დასაქირავებელ სერვის Airbnb-ის საშუალებით დაიქირავა ოთახი, რომელიც ადგილზე მისვლის შემდეგ აღმოჩნდა აბაზანა, სადაც ტუალეტის გვერდით საწოლი იდგა. Daily Mail-ის ინფორმაციით, შემთხვევა ლონდონში მოხდა.
დევიდ ჰოლცმა სახლი ისე აარჩია და ისე დაჯავშნა, რომ შეფასებებს არ გასცნობია. ადგილზე მისულს კი დახვდა უპატარავესი ოთახი, სადაც საწოლი პირდაპირ აბაზანაში იდგა, მის წინ კი საშხაპე იყო განთავსებული. საწოლსა და ტუალეტს შორის გამჭვირვალე პანელი იყო გაკრული.
ჰოლცი Airbnb-ს დაუკავშირდა, თუმცა საიტისგან ვერანაირი დახმარება ვერ მიიღო. ტურისტმა მომხდარის შესახებ სოცქსელში პოსტი გამოსდო და ინტერნეტ მომხმარებლები ძალიან გაამხიარულა.
„ყველაფერი გაქვთ, რაც გჭირდებათ, თანაც ერთი ხელის გაშვერაზე“, „სინამდვილეში ყველა ლონდონური ბინა ასეთია“, – წერდნენ მომხმარებლები.