LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ სანჩეს-ბეზოსი „გაყინული“ ლუქით – „ამაზონის” დამფუძნებლის მეუღლემ იმიჯი შეიცვალა

165
ლორენ სანჩეს ბეზოსი „გაყინული“ ლუქით - „ამაზონის” დამფუძნებლის მეუღლემ იმიჯი შეიცვალა

ლორენ სანჩეს-ბეზოსი ახალი იმიჯით გამოჩნდა და მოდის კრიტიკოსებში კიდევ ერთხელ ხმაური გამოიწვია. მადლიერების დღიდან სამი დღის შემდეგ, „ამაზონის” დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის 55 წლის მეუღლე ნიუ-იორკის ქუჩებში სიცივისგან გაწითლებული ლოყებით და ცხვირით დააფიქსირეს, რაც დღეს უკვე ცნობილ ესთეტიკას cold girl makeup–ის ეფექტს ქმნის. ეს ტრენდი გამოირჩევა ცივი ტონებითა და გამოკვეთილი ვარდისფერი რუჯით.

ნიუ-იორკში ლორენის მაკიაჟი ასე გამოიყურებოდა: ნაზI ვარდისფერი „გლოსი“ ტუჩებზე, ბუნებრივი უკონტურო ტონი, ვერცხლისფერი ქუთუთოები, გრძელი ფაფუკი წამწამები და მკვეთრი მუქი წარბები, მას ხელში ბორდოსფერი Bottega Veneta-ს ჩანთა ეჭირა. სპეციალისტების ვარაუდით, ეს „გაყინული“ მაკიაჟი მისი ვიზაჟისტის, ლორა მელეს ნამუშევარია. თმის სტილი კი კვლავ მისი ფავორიტი სტილისტის, სოფი როუზის დამსახურებაა.

„კაბა კაბარე“ – მისტერ და მისის ბეზოსების გლამურული პაემანი მაიამის სანაპიროზე

დახვეწილი ბეზოსი, მომაჯადოებელი სანჩესი – „შანელის“ ჩვენებაზე წლის ყველაზე ელეგანტური წყვილი გამოჩნდა

ლორენ სანჩესი „ვივიენ ვესტვუდის“ მეწამული კაბით – ჯეფ ბეზოსის საყვარელი ქალის ეფექტური გამოჩენა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები