LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ სანჩესი – მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა

670
მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა

27 ივნისს, ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის ქორწილის ცერემონია 50 მილიონ დოლარამდე დაჯდა და ის ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როდესაც ჯეფმა და ლორენმა რომანი დაიწყეს, აშკარა იყო, რომ მათი წყვილის მიმართ ინტერესი დიდი იქნებოდა. ყველას აინტერესებდა, გაგრძელდებოდა თუ არა ეს ურთიერთობა ხანგრძლივად. ურთიერთობა გაგრძელდა და მეტიც, ბეზოსმა და სანჩესმა ამისთვის ყველაფერი დათმეს, მათ შორის პირადი ცხოვრება, რომელიც ამ დრომდე ჰქონდათ.

მოდით, გავიგოთ მეტი ლორენის ცხოვრების შესახებ ბიზნესმენთან შეხვედრამდე, ვისთან იყო ის დაქორწინებული და როგორ გამოიყურებოდა ადრე.

ლორენ სანჩესი ჟურნალისტი, მოდელი და პილოტი 1969 წელს დაიბადა ნიუ-მექსიკოში. მისი ნამდვილი სახელია ვენდი სანჩესი. ის სწავლობდა დელ ნორტეს საშუალო სკოლაში. მისი მამა ავიაციის ბიზნესს ფლობდა, ხოლო დედა – ლოს-ანჯელესის მერის მოადგილის ყოფილი თანაშემწე გახლდათ. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ის კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავდაპირველად ელ კამინოს კოლეჯში, შემდეგ კი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობდა. კოლეჯში სწავლის პერიოდში სანჩესს დისლექსიის დიაგნოზი დაუსვეს. ლორენმა კარიერა ლოს-ანჯელესის ტელევიზიაში სტაჟიორად დაიწყო, ჟურნალისტიკაში კი პირველი გამოცდილება რეპორტიორად მუშაობისას მიიღო. მოგვიანებით ის ლოს-ანჯელესში დაბრუნდა, სადაც პოპულარული შოუს „ექსტრას“ კორესპონდენტი გახდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო ერთადერთი წარმატებული პროექტი, სადაც ბეზოსის რჩეულის სახელი გამოჩნდა.

2016 წელს, როდესაც ლორენი 47 წლის იყო, მან პილოტის ლიცენზია მიიღო და  კომპანია Black Ops Aviation დააარსა.

სანჩესმა პირველი შვილი 2001 წელს, ყოფილი ფეხბურთელისგან, ტონი გონსალესისგან გააჩინა. 2005 წელს ის ჰოლივუდის აგენტ პატრიკ უაითსელზე დაქორწინდა. ერთი წლის შემდეგ წყვილს ვაჟი, ევანი, ხოლო 2008 წელს ქალიშვილი, ელა შეეძინათ. 13-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, სანჩესი და უაითსელი დაშორდნენ.

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ჟურნალისტს რომანი ჰქონდა ჯეფ ბეზოსთან. მას შემდეგ მისი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა. ბიზნესმენი 25-წლიანი ქორწინების შემდეგ, ცოლს დაშორდა და ლორენმა დახვეწილი ბრენდირებული სამოსით დაიწყო საჯარო გამოსვლები. მალევე ის საყვარელ მამაკაცთან ერთად ელიტარულ ღონისძიებებზე გამოჩნდა და ბეზოსის დამსახურებით, პრივილეგიებით სარგებლობა დაიწყო, მათ შორის გახლდათ კერძო თვითმფრინავები და არდადეგები იახტაზე, რომლის ღირებულებაც 500 მილიონი დოლარია.

ბოლო წლებში სანჩესი რადიკალურად შეიცვალა გარეგნულადაც, რაც პლასტიკური ქირურგიის დამსახურებაა.

ფოტოგალერეა: ჯეფ ბეზოსი და ლორენ სანჩესი ერთი თვის წინ „გაიპარნენ“ – გრანდიოზული დღესასწაული ვენეციაში და პატარძლის კაბა, რომელიც კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

ვარსკვლავების შეკრება უკვე დაიწყო – ჯეფ ბეზოსისა და ლორენ სანჩესის გამოჩენა ვენეციაში

„დიზაინერზე ფული დაზოგეთ?“ – ვრცელდება ჯეფ ბეზოსისა და და ლორენ სანჩესის „საუკუნის ქორწილის“ მოსაწვევში, რომელიც კრიტიკის ობიექტი გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები