LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ სანჩესი ქმართან პაემანზე „ალაიას” 10 000 დოლარიანი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა

210
ლორენ სანჩესი ქმართან პაემანზე 10 000 დოლარიანი ტყავის ქურთუკით გამოჩნდა

ჯეზ ბეზოსთან პაემანზე ლორენ სანჩესმა ისევ მიიქცია მედიის ყურადღება. Bird Streets Club-ში ლორენი „ალაიას” ტყავის ქურთუკი-კაბით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 10 000 დოლარია.

Alaïa Edition-ის მოდელი, დიდი საყელოთი და ფუმფულა დეტალებით, იდეალურად უსვამდა ხაზს სანჩესის ფორმებს და სუსხიან დეკემბერშიც კი ზედმეტად მდიდრულად გამოიყურებოდა. ლუქს მან შავი გამჭვირვალე კოლჰოტი,  წვივამდე შავი მაღალქუსლიანი ჩექმები, 2290 დოლარიანი Chloé Paddington-ის პატარა ტყავის ჩანთა, ბრილიანტის საყურეები და ვერცხლისფერი კულონი შეუხამა.

ლორენ სანჩეს-ბეზოსი „გაყინული“ ლუქით – „ამაზონის” დამფუძნებლის მეუღლემ იმიჯი შეიცვალა

ამაზონის 61 წლის მფლობელი თავისი კლასიკური შავი მაისურითა და შავი შარვლით იყო წარმოდგენილი, მან და ლორენმა კლუბი ხელჩაკიდებულებმა დატოვეს და ლიმუზინისკენ გაეშურნენ.

„კაბა კაბარე“ – მისტერ და მისის ბეზოსების გლამურული პაემანი მაიამის სანაპიროზე

დახვეწილი ბეზოსი, მომაჯადოებელი სანჩესი – „შანელის“ ჩვენებაზე წლის ყველაზე ელეგანტური წყვილი გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები