LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ სანჩესის ძმა და მშობლები ქორწილში არ მივიდნენ – მიზეზი დიდი ოჯახური სკანდალია

895
ლორენ სანჩესის ძმა და მშობლები ქორწილში არ მივიდნენ - მიზეზი დიდი ოჯახური სკანდალია

რატომ არ მიიწვიეს ლორენ სანჩესის ძმა მილიონიან ქორწილში? მიზეზი ის არის, რომ მაიკლ სანჩესმა პრესას მიჰყიდა პირადი მიმოწერა მის დასა და ჯეფ ბეზოსს შორის. ამისთვის, როგორც ამბობენ, მან 200 000 დოლარი მიიღო. ეს 2019 წლის დასაწყისში მოხდა, როდესაც ტელეწამყვან ლორენ სანჩესსა და Amazon-ის დამფუძნებელს, ჯეფ ბეზოსს შორის რომანი საზოგადოებისთვის მოულოდნელად გახდა ცნობილი  და ეს წყვილისთვის ნამდვილი დარტყმა იყო.

გამოცემა National Enquirer-მა გამოაქვეყნა ლორენისა და ჯეფის ინტიმური შეტყობინებები, ასევე სექსუალური ფოტოები. ამის შემდეგ ბეზოსმა მაშინდელ მეუღლესთან განქორწინების შესახებ განცხადება გააკეთა, ასევე განქორწინდა ლორენ სანჩესიც.

თავიდან ეს ყველაფერი ჰაკერული თავდასხმას ჰგავდა, თუმცა სიმართლე გაცილებით უფრო საზარელი აღმოჩნდა. მედიის წყარო ლორენის ძმა, მაიკლ სანჩესი იყო. იმ დროს ის ლორენის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად მუშაობდა. მოგვიანებით მაიკლმა საჯაროდ განაცხადა, რომ მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა. თუმცა, ჯეფ ბეზოსმა ღია წერილში განაცხადა, რომ ეს შანტაჟი და მისი დისკრედიტაციის მცდელობა იყო და ინციდენტის სამართლებრივი განხილვა დაიწყო. სკანდალის შემდეგ, ლორენსა და მის ძმას შორის ურთიერთობა დასრულდა.

სხვათა შორის, ვენეციაში ქორწილზე არ იმყოფებოდნენ პატარძლის მშობლებიც. ლორენის მშობლები, ელეონორა და რეი სანჩესი, განქორწინდნენ, როდესაც ლორენი შვიდი წლის იყო. განქორწინების შემდეგ ის დედასთან გაიზარდა. თუმცა, ბეზოსის შესახებ ინფორმაციის გაჟონვის შემდეგ, დედა-შვილს შორის ურთიერთობა გაუარესდა. რაც შეეხება მამას, ის დაპატიჟეს, მაგრამ არ მოსულა.

საქორწინო კაბების ცვენა, ვენეციური ფუფუნება და სკანდალური შეფასებები – ვრცელდება ლორენ სანჩესის აქამდე უცნობი ფოტოები „საუკუნის ქორწილიდან“

ლორენ სანჩესი – მრავალშვილიანი დედა დისლექსიის დიაგნოზით, რომელმაც მსოფლიოს უმდიდრესი კაცი მოხიბლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები