LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლორენ სანჩესმა და ჯორჯიანა როდრიგესმა მრავალმილიონიანი ნიშნობის ბეჭდების ომი მოაწყვეს

444
ლორენ სანჩესმა და ჯორჯიანა როდრიგესმა მრავალმილიონიანი ნიშნობის ბეჭდების ომი მოაწყვეს

ლორენ სანჩესმა და ჯორჯინა როდრიგესმა შაბათს საღამოს „ბალენსიაგას“ მოდის ჩვენებაზე თავიანთი მრავალმილიონიანი ბეჭდების ომი მოაწყვეს.

ფოტოებზე ქალბატონები ერთმანეთის გვერდით ისხდნენ, წინა რიგში, თითოეული შავ ანსამბლებში გამოწყობილი ბრწყინავდა, მათი ნიშნობის  ბეჭდები კი პარიზის მოდის კვირეულზე საუბრის მთავარ თემად იქცა.

55 წლის სანჩესს შოუზე ოვალური ჭრილის ბრილიანტის ბეჭედი ეკეთა, როდრიგესს კი ორი, ბრილიანტებით მოჭედილი ულამაზესი ბეჭედი ამშვენებდა. როგორც ამბობენ, როდრიგესის ბეჭდების ნაკრები დაახლოებით 12 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

ფოტო/ვიდეო: „ნიშნობის ბეჭდები დაატოლა ლორენ სანჩესს და ორსულობის შესახებ ჭორებიც გააჩინა“ – ჯორჯიანა როდრიგესის უახლესის გამოჩენა

„შეიძლება მილიონები დახარჯო, მაგრამ გემოვნებას ვერ იყიდი“ – ცნობილია ჯორჯიანა როდრიგესის ნიშნობის ბეჭდის ღირებულება – მისი მთავარი კონკურენტი ლორენ სანჩესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები