მედიაში შეთქმულების ახალ თეორიაზე ალაპარაკდნენ. ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის გამანადგურებელი ხანძრის უკან, სკანდალური ჰიპ-ჰოპ არტისტი, Diddy დგას. პირველი, ვინც ეს ვარაუდი გააჟღერა, ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი, კეტრინ ოსტინ ფიტსია, რომელმაც ამ თემაზე პოდკასტში, Financial Rebellion ისაუბრა.
„ჩვენ გვჭირდება პასუხები შეკითხვებზე. მე გარკვეული კანონზომიერების ძიებაში ვარ. აბა დაფიქრდით, ხანძრისგან რამდენი დაზარალებული სტუმრობდა რეპერის თეთრ წვეულებებს? ჩვენ არ ვიცით, ეს ხანძარი როგორ გაჩნდა. ყოველივე ეს ნამდვილად არ ჰგავს უბედურ შემთხვევას. ბევრი ფიქრობს, რომ სწორედ შონ კომბსის მეგობრებმა, მისი დაკვეთით გააჩინეს ხანძრის კერები, რათა ვარსკვლავების სახლები, ნივთმტკიცებულებებთან ერთად განადგურებულიყო“, – აცხადებს ფიტსი.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, ლოს-ანჯელესში, 7 იანვარს გაჩენილი მასშტაბური ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, სახლები ისეთ ვარსკვლავებს დაეწვათ, როგორებიც არიან: პერის ჰილტონი, ბილი კრისტალი, ჯენიფერ გარნერი, ლეიტონ მისტერი, ჯეიმს ვუდსი, ჯენიფერ გრანერი, მენდი მური, ბელა ჰადიდი, მელ გიბსონი და ა.შ…
Diddy-ის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღეს – ნახეთ პირველი „ტრეილერი“
შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, Diddy-ის წინააღმდეგ არაერთი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.
BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა. ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.
ძეხვი, უცხიმო რძე და ორცხობილა – ციხეში Puff Daddy-ის დაბადების დღეზე ტორტსა და ყავაზე უარი უთხრეს
Diddy ჯეიმი ფოქსის ლიკვიდაციას ცდილობდა – ცნობილია მიზეზი