LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lufthansa-მ მგზავრებს ეკოლოგიის გადასახადი დაუმატა

111
Lufthansa-Group-tails

გერმანიის ნაციონალურმა ავია გადამზიდმა და ევროპის ერთ-ერთმა უდიდესმა ავია კონცერნმა Lufthansa-მ ავიაბილეთების ღირებულებას ეკოლოგიური გადასახადი დაუმატა. მგზავრებს 1-დან 72 ევრომდე თანხის დამატება მოუწევთ იმის მიხედვით, თუ რა მარშრუტს და ტარიფს აირჩევენ, წერს Newsroom.

დამატებითი გადასახადი შეეხება კონცერნში შემავალ ყველა ავიაკომპანიას, რომელთა შორისაცაა – Austrian Airlines, Brussels Airlines, Lufthansa City Airlines, Discover Airlines, Eurowings, Lufthansa Cargo, Lufthansa Regional, Air Dolomiti, Lufthansa CityLine, Swiss International Air Lines და Edelweiss Air.

ბილეთი გაძვირდება ევროპიდან, ასევე დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან რეისებზე.

შემოსული თანხა ეკოლოგიური გადაწყვეტილებების მიღებას მოხმარდება, რაც სამომავლოდ ავიაციაში გამონაბოლქვს საგრძნობლად შეამცირებს. ავია კონცერნის მიზანია, რომ 2050 წლისთვის გარემოს დაბინძურება მინიმუმამდე შეამციროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები