LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ლუგარი ჩემი მეგობარი იყო. მე შევთავაზე იდეა – ლაბორატორია საქართველოში გადმოეტანა. ადგილიც მე შევარჩიე” – მიხეილ სააკაშვილი (ვიდეო)

853
4 (1)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორია, რომელიც თბილისთან ახლოს მდებარეობს, მისი იდეით აშენდა. ამის შესახებ სააკაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს. ის ამბობს, რომ ლუგარი მისი მეგობარი იყო და ლაბორატორიის საკითხი, ვაშინგტონში, ერთ-ერთ წვეულებაზე გადაწყდა. მისივე განმარტებით, ლუგარი მაშინ მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთთან.  სააკაშვილის თქმით, დღეს საქართველოს, რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი აქვს, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი განმარტავს, რომ ლუგარის ლაბორატორია არის “კლასიკური მაგალითი” რუსული პროპაგანდის და “ქოცების ტყუილების”, რომლებმაც, მისივე თქმით, ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. 

დაუყოვნებლივ, დღესვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში – მიხეილ სააკაშვილის ვიდეომიმართვა

 

“რიჩარდ ლუგარი ჩემი მეგობარი იყო 1996 წლიდან. ერთხელ სენატის სასადილოში დამპატიჟა
სადილზე ამ ძალიან ცნობილმა სენატორმა (მაშინ უბრალოდ პარლამენტის წევრი ვიყავი) და საუბარი
ჩამოვარდა მის გეგმებზე გაეკეთებინა ბიოლოგიური იარაღის წინააღმდეგ მებრძოლი ლაბორატორია
რომელიც ერთდროულად სხვადასხვა ვირუსებს შეებრძოლებოდა. ის აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთის მთავრობასთან და უნდოდა ლაბორატორიის მოსკოვთან სადმე ახლო აშენება. მე შევთავაზე იდეა, რომ ეფიქრა პროექტის საქართველოში გადმოტანაზე. როდესაც პრეზიდენტის რანგში პირველად ჩავედი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით, ლუგარი რამდენიმე სენატორთან ერთად ვახშამზე დავპატიჟე სასტუმრო mayflower-ში და იქ მან გამახსენა ჩემი რეკომენდაცია და მითხრა რომ უკვე სერიოზულად ფიქრობს ლაბორატორიის საქართველოში გადმოტანას ვინაიდან რუსეთში უკვე პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და პრობლემების შექმნა დაიწყო. სულ მალე გამოიყო ფული და ლაბორატორიის მშენებლობა დაიწყო აეროპორტის მახლობლად. ადგილი მე შევარჩიე, ვინაიდან ახალ ტერმინალს ვაშენებდი და მინდოდა მის მახლობლად თანამედროვე შენობები ყოფილიყო (იქვე თურქებს ვაშენებინებდი შავი ზღვის უნივერსიტეტს) რამდენს გვლანძღავდნენ ადგილობრივი ოპონენტები და რუსები რას არ იგონებდნენ ამ ლაბორატორიაზე, მაგრამ დღეს საქართველოს უკვე მთელს რეგიონში ვირუსების დამდგენი ყველაზე თანამედროვე ცენტრი, რომელმაც უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. შარშან მაგალითად ჩემს შვილს ნიკუშას 1 საათში დაუდგინეს ღორის გრიპის დიაგნოზი, რამაც საშუალება მოგვცა დროულად დაგვეწყო სწორი მკურნალობა.ლუგარის ლაბორატორია არის კლასიკური მაგალითი რუსული პროპაგანდის და ქოცების ტყუილების, რომლებმაც ვერ აგვაღებინეს ხელი მეგობრების დახმარებით საქართველოსთვის საშვილიშვილო საქმის გაკეთებაზე. დღეს ეს ლაბორატორია ძალიან გვეხმარება ნებისმიერი ახალი ვირუსის წინააღმდეგ დაცვაში.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები