LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდა

20181206102007-2615

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულიად უფასო იქნება. სიახლე ძალაში 2019 წლიდან შევა და მატარებელი, ავტობუსი თუ ტრამვაი მოსახლეობას ნულოვანი ტარიფით მოემსახურება.

მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება გარემოს დაბინძურების შესამცირებლად მიიღო. პროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა მასზე მოთხოვნას გაზრდის და ქალაქში კერძო ავტომობილები შემცირდება.

ზოგადად, სატრანსპორტო პოლიტიკა ლუქსემბურგში ყოველთვის პრიორიტეტული იყო. ბავშვებისა და 20 წლამდე პირებისთვის ტრანსპორტი უფასო რამდენიმე თვის წინ გახდა.

ექსპერტები იმედოვნებენ, რომ სიახლე საცობების რაოდენობასაც შეამცირებს. საქმე ისაა, რომ ლუქსემბურგში ამ მხრივ ძალიან რთული სიტუაციაა და მძღოლები საცობში მინიმუმ 33 საათს მაინც ატარებენ ხოლმე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g