LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

290
IMG-0072

„ლუტეცია ჯგუფი“ მისი დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს. ფონდის მიზანია, აღმოაჩინოს ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ განათლების მიღებაში.

აღსანიშნავია, რომ „ლუტეცია ჯგუფი“ საქართველოს სილამაზის ინდუსტრიაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიას წარმოადგენს. საძირკველი და ფილოსოფია, რომელზეც კომპანიის შენება დაიწყო, არის არა მხოლოდ  სიახლეებისა  და განვითარებისკენ  სწრაფვა, არამედ  მშვენიერების და ახალი პერსპექტივების შემოტანა ადამიანების ცხოვრებაში.

კომპანიის დამფუძნებელი და მთავარი იდეოლოგი ვახტანგ ფხაკაძე, სწორედ ამ პრინციპებს ემსახურებოდა მრავალი წელი. ბიზნესსაქმიანობის მიღმაც, ქველმოქმედება მისი მთავარი გატაცება იყო. სამწუხაროდ, 2020 წელს ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა, მაგრამ მისი ხედვის და საქმის გასაგრძელებლად ყალიბდება „ლუტეცია ჯგუფის“ ფონდი, რომლის მთავარი მისია იქნება განათლების ხელშეწყობა.

„ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტეცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებაში, დაეხმარება მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

ფონდის მიზანია აღმოაჩინოს ნიჭიერი, მოტივირებული ახალგაზრდები და ხელი შეუწყოს მათ განათლების მიღებაში. ასევე, საზოგადოების და ბიზნესების ყურადღება გაამახვილოს ამ მიმართულებაზე, მოტივაცია მისცეს რაც შეიძლება მეტ ადამიანს, რომ მომავალი თაობის განათლებაში მოახდინონ ინვესტირება.

23 აპრილს, სიმბოლურად, ვახტანგ ფხაკაძის დაბადების დღეს, ფუძნდება საქველმოქმედო ფონდი. „ლუტეცია ჯგუფი“ საკუთარი მოგების ნაწილს რეგულარულად გადარიცხავს ფონდში. ასევე, ჩვენი კარი ღია იქნება ნებისმიერი ქველმოქმედების მსურველისთვის და ყოველ წელს, ამავე დღეს, საზოგადოებას წარვუდგენთ ანგარიშს, თუ რა გაკეთდა წლის განმავლობაში“, – აცხადებენ „ლუტეცია ჯგუფში“.

https://www.youtube.com/watch?v=kaEvB6G8Js0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები