LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: რეგიონში საქართველოს როლი გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება

124
fot

„ბოლო წლების განმავლობაში რეგიონში საქართველოს როლი განსაკუთრებით გაიზარდა, ეს ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ხერხდება. ამის დამადასტურებელი იყო გუშინდელი ვიზიტიც. ალიევმა თქვა, რომ მზად არის, საქართველო იყოს შუამავალი ბევრ საკითხზე, მათ შორის სამშვიდობო საკითხებზე“, – ასე გამოეხმაურა მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტსა და აღნიშნულის შემდგომ გაკეთებულ განცხადებებს.

„ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ უნდა შევძლოთ თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მაჭარაშვილის თქმით, დღეს, როგორც არასდროს, მსოფლიოში აუცილებელია სამშვიდობო პოლიტიკის შენარჩუნება, მათ შორის სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

„იქ, სადაც საქართველოს შეუძლია, გარკვეული როლი შეასრულოს მშვიდობის შესანარჩუნებლად, ეს აუცილებლად გასაკეთებელია. ეს ვიზიტი იყო ერთ-ერთი დამადასტურებელი, რომ რეგიონში თავად ქვეყნები უნდა წყვეტდნენ იმ პოლიტიკას, რაც ამა თუ იმ რეგიონს სჭირდება. ორი ქვეყნის ხელმძღვანელი პირების შეხვედრა მანიშნებელია, რომ რეგიონში თავად ის სახელმწიფოები გადაწყვეტენ იმ პოლიტიკას, რაც მათთვის აუცილებელია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„პრემიერის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად.. ვულოცავ ბატონ ირაკლის ამ მიღწევას“ – ილჰამ ალიევი ღარიბაშვილზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g