მადამ ტიუსოს მუზეუმმა, რიანას ახალი ცვილის ფიგურა წარადგინა. ექსპონატი ლონდონის დარბაზში განთავსდა და მისი ხილვა დამთვალიერებელს, 27 სექტემბერიდან შეეძლება.
დუბლიკატის შექმნის ინსპირაციად, ბარბადოსელი ლამაზმანის ის ვიზუალი იქცა, რომლითაც რირი 2019 წელს, British Fashion Awards-ზე გამოჩნდა.
პირველად, მადამ ტიუსოს ლონდონის მუზეუმმა რიანას ცვილის ფიგურა, 2011 წელს დაუდგა. მაშინდელი სკულპტურა მის იმავე იმიჯს იმეორებდა, რომელიც 2010 წელს, ბრიტანული სატელევიზიო მუსიკალური კონკურსის – The X Factor ფინალში, ერთ-ერთ კონკურსანტთან დუეტის შესრულებისას ეცვა.