მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოს სამშობლოში მის საპატივსაცემოდ კედელი გახსნეს. თუ ასე გაგრძელდა, მალე მთელ კუნძულს „ოქროს ბურთის“ სამგზის (ჯერჯერობით სამგზის) მფლობელის სახელს უწოდებენ.
კუნძულ მადეირას ქალაქ ფუნშალში რონალდოს კედლის ოფიციალური პრეზენტაცია ჩატარდა. კუნძულის უდიადესი მკვიდრის პორტრეტი ერთ-ერთი სახლის კედელზე მხატვარმა რიჩარდ უილსონმა დაიტანა.
მადეირაზე უკვე არსებობს რონალდოს სახელობის აეროპორტი, ფეხბურთელის მუზეუმი და მისი ქანდაკება.