მომღერალ გიორგი ძოწენიძის და მია მაჩაბელის შვილი, ანდრია ერთი წლის გახდა.
წყვილი შვილს დაბადების დღეს სოციალურ ქსელშიც ულოცავს.
„მადლობა ღმერთს შენი ჩუქებისთვის, გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პატარავ“, – წერს გიორგი ძოწენიძე.
გიორგის მეუღლე მია მაჩაბელი შვილის უსაყვარლეს კადრებს აზიარებს და წერს:
„შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეორე სასწაული, ჩემი ბედნიერება და სიხარული. შენთან ერთად ყოველი დღე უფრო ფერადი და სიყვარულით სავსე გახდა. დღეს შენს დაბადების დღეს გილოცავ და გისურვებ ჯანმრთელობას, სითბოსდა ისეთივე ბრწყინვალე მომავალს, როგორიც შენ თვითონ ხარ
გვიყვარხარ ანდრი“, – წერს მია მაჩაბელი.
ცნობისთვის, წყვილს ორი შვილი ჰყავთ, ანიტა და ანდრია.
შენ ხარ ჩემი ცხოვრების მეორე სასწაული, ჩემი ბედნიერება და სიხარული. 💖 შენთან ერთად ყოველი დღე უფრო ფერადი და სიყვარულით…
Posted by Mia Machabeli on პარასკევი, 29 აგვისტო, 2025