პოპის დედოფალი, მადონა „ინსტაგრამზე“ შოკის მომგვრელ ფოტოებს ავრცელებს. ვარსკვლავი შეუდარებლად გამოიყურება. მართალია, მომღერლის, ფილტრით გადაღებული ფოტოები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ 64 წლის არტისტი ბრწყინვალე ფორმაშია.
როგორც ჩანს, ორი დღის წინ მადონას საკმაოდ საინტერესო და დატვირთული საღამო ჰქონდა. მან არაერთ მეგობართან და ცნობად სახესთან გადაიღო ფოტოები.
რაც შეხება მის „ლუქს“, მას მოკლე, ბრჭყვიალა შავი შორტი, მაქმანებიანი „ბრა“ და ბადე კოლჰოტი ეცვა, რომელსაც მან ტყავის ხელთათმანები და „ოვერსაიზ“ პიჯაკი შეუხამა.
64 წლის მადონას უახლესი ვიდეო სოციალურ ქსელს აფეთქებს
„64 წლის ბებია“ – 50 Cent მადონას პოსტს ავრცელებს და პოპის დედოფალს ომს უცხადებს
