ჰიპ-ჰოპ არტისტმა, 50 Cent-მა მადონას ომი გამოუცხადა. საქმე ისაა, რომ 64 წლის პოპის დედოფალმა რამდენიმე დღის წინ „ინსტაგრამზე“ უცნაური ვიდეო გაავრცელა, რომელშიც რეპავს, სწორედ აღნიშნული პოსტის სქრინი გააზიარა რეპერმა და მადონას ბებია უწოდა.
„64 წლის ბებია“, – წერს 47 წლის რეპერი.
ცნობისთვის, რეპერსა და მადონას შორის ეს პირველი დაპირისპირება არ არის. გასულ წელს 50 Cent-მა მადონას სექსუალური სელფი გააზიარა და ის დამცინავი ეპითეტებით შეამკო.
„ხომ კარგად ხარ მადონა?“ – პოპის დედოფლის ფანები მისი უახლესი ვიდეოთი შეშფოთებულნი არიან