ქსელში აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ მადონამ მომავალი ალბომის ერთ-ერთი სიმღერა საბრინა კარპენტერთან თანამშრომლობით ჩაწერა. არტისტების ერთობლივ ნამუშევარზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
მოარულ ხმებს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც გასულ პარასკევს დუეტი ლოს-ანჯელესში, კლიპის გადასაღებ მოედანზე ერთად შენიშნეს.
თვითმხილველთა თქმით, ტრეკი პოპის დედოფლის 2005 წლის საცეკვაო პოპ სინგლს – Sorry მოგვაგონებს.
როგორც ცნობილია, მადონა მიმდინარე წლის განმავლობაში მეთხუთმეტე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის რელიზის თარიღი და სხვა დეტალები უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ახალი მუსიკალური პროექტი საკულტო მომღერლის მეათე სტუდიური ალბომის – Confessions on a Dance Floor გავლენით შეიქმნა და მისი მეორე ნაწილი იქნება. ჰიტი – Sorry სწორედ 2005 წლის ფირფიტაში შედის, ლონგფლეი კი ელექტრო-პოპის, დისკოსა და ჰაუსის ნაზავია.
მადონა ახალ ალბომს 2026 წელს გამოუშვებს