LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის აეროპორტში ძაღლების მოსაცდელი ზონა გაიხსნა

121
cdaa37ceb7ee6f99-800

მადრიდის საერთაშორისო აეროპორტში – ბარახასში, ძაღლების მოსაცდელი ზონა გაიხსნა. სიახლე ცხოველებთან ერთად მოგზაურობას ბევრად უფრო კომფორტულს გახდის, წერს Canarian Weekly.

ღია სივრცეში განთავსებული მოედანი, რომელიც 50 კვადრატულ მეტრს მოიცავს, T1 ტერმინალის ტერიტორიაზეა მოწყობილი. იქ ცხოველები თავისუფლად სეირნობას შეძლებენ. ძაღლებთან ერთად უნდა იყვნენ მუდმივად მათი მეპატრონეებიც, რადგან წესების მიხედვით მათი მარტო დატოვება აკრძალული იქნება.

ცხოველები მოედანზე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, წყურვილის მოკვლას თუ თამაშს შეძლებენ.

მოსაცდელი სივრცე ტერმინალში T1 მხოლოდ პირველი ნაწილი იქნება იმ მოედნების სერიიდან, რომელიც შინაურ ცხოველებზეა გათვლილი. მომავალში მსგავსი ადგილები საერთაშორისო აეროპორტის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები