LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში გამოჩნდა 4 ფერიანი შუქნიშანი, რომელიც უპილოტოებისთვისაა განკუთვნილი

110
მადრიდში გამოჩნდა 4 ფერიანი შუქნიშანი, რომელიც უპილოტოებისთვისაა განკუთვნილი

მადრიდის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან მოედანზე, პლასა-დე-კასტილიაზე, დადგეს შუქნიშანი ოთხი ფერით. ჩვეულებრივ წითელ, ყვითელ და მწვანე ფერთან ერთად შუქნიშანს დამატებული აქვს ასევე თეთრი ფერი. ეს ფერი მძღოლებს იმის შესახებ გააფრთხილებს, რომ მათ სიახლოვეს უპილოტო ავტომობილი გადაადგილდება. სიახლის შესახებ on the road trends წერს.

ავტოპილოტით მოძრავი მანქანების მონაწილეობით ავარიები, ხშირ შემთხვევაში ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლების ქაოტური მანევრირების დამსახურებაა. ავტონომიური მართვის სისტემა ყოველთვის ვერ ასწრებ დროულად რეაგირებას და ავარიაც გარდაუვალია.

მიუხედავად ამისა, კვლევა აჩვენებს რომ უპილოტო ავტომობილები გზებზე ბევრად უსაფრთხოდ დადიან და ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის შეუძლიათ მაგალითადაც კი იქცნენ.

შუქნიშნის თეთრი ფერი იმ შემთხვევაში ჩაირთვება, როცა გზაზე ჩვეულებრივ ავტომობილებზე მეტი უპილოტოები იქნებიან. ეს ფერი ნიშნავს -„მიყევი წინ მიმავალ ტრანსპორტს“, რაც მძღოლებს საშიში მანევრებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

თეთრი ფერი შუქნიშანზე ჯერ-ჯერობით გამორთული იქნება და 2024 წლის ბოლოსთვის ჩაირთვება. ამ დროიდან საგზაო მოძრაობის ახალი წესებიც ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები