LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში: ნათია მეზვრიშვილი

99
ნათია მეზვრიშვილი

მაფიოზურმა დაჯგუფება „ოცნებამ” დამოუკიდებლობის უკანასკნელი შუქი ჩააქრო მართლმსაჯულების სისტემაში! – ასე გამოეხმაურა წინასაახალწლოდ განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი.

“კანონპროექტების ავტორი დეპუტატები აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით.” – წერს მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში

„მოქალაქეები შიშველი ხელებით დატოვა მოხელეთა/სამართალდამცავთა ძალადობასთან! მწვანე შუქი აუნთო ადამიანებზე ძალადობას, წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას! მთავარი ის კი არ არის ერთის ნაცვლად 2 იქნება, 3 თუ 4 უწყება. მთავარი ის არის, რომ აღარ იარსებებს მოქალაქეებზე ძალადობის პრევენციის უკანასკნელი დამოუკიდებელი უწყება. ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ 2022 წლიდან.

2022 წლიდან მთელი სიმწვავით შევიგრძნობთ რამხელა ნაბიჯი გადადგა ოცნებამ ავტორიტარიზმისკენ ჩვეულ სტილში – დემოკრატიის, ევროპული ღირებულებების და კანონის უზენაესობის სახელით.

წინასაახალწლოდ დაინიცირებული კანონპროექტების ავტორი დეპუტატები კი აუცილებლად შევლენ ისტორიაში დემოკრატიის და ქვეყნის ევროპული მომავლის მტრების სახელით”, – წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

magti 5g