LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაია გაბუნია: „მოვუწოდებ ქვეყნის პირველ პირებს, ნუ აღრმავებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმას და ნურც არასწორ შეხედულებას ამკვიდრებთ…“

317
maia

მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის „გამმა“ დირექტორი, მაია გაბუნია მოუწოდებს ოფიციალურ პირებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კომენტარები უფრო ფრთხილად გააკეთონ:

„ფსიქიკური ჯანმრთელობა ისეთივე ჯანმრთელობაა, როგორც ფიზიკური. ადამიანს ხელი რომ მოტყდება ან ფილტვების ანთება დაემართება, ამაზე არავინ ღლიცინებს და დასცინის. ყველამ ვიცით და ვიაზრებთ, რომ ხვალ იგივე შეიძლება ჩვენც დაგვემართოს. ასევეა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაც.

კობახიძე: თუ სააკაშვილის ფსიქიკური პრობლემები გართულდება, შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გახდეს მისი გადაყვანა საჭირო, მაგრამ ფსიქიკური პრობლემებით პრეზიდენტობას ახერხებდა და მგონი, პატიმრობასაც მოახერხებს

მოვუწოდებ ქვეყნის პირველ პირებს, ნუ აღრმავებთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმას და ნურც არასწორ შეხედულებას ამკვიდრებთ, ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება მთელ ქვეყანას. აკონტროლეთ, რას ამბობთ!“

შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ მცირე ხნის წინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ფსიქიკური პრობლემები პრეზიდენტობის დროსაც ჰქონდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g