LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაილი საირუსის მუსიკალურ ფილმში ნაომი კემპბელი მონაწილეობს

140
photo-collage.png (5)

მაილი საირუსმა მეცხრე სტუდიური ალბომი – Something Beautiful გამოუშვა. არტისტმა აღნიშნა, რომ ეს დისკი მხოლოდ დასაწყისია და მომავალი ფირფიტაც დააანონსა.

ალბომი 13 ტრეკს აერთიანებს და როგორც საირუსი აღწერს, ,,უნიკალურ პოპ-ოპერას წარმოადგენს, რომელიც გაჯერებულია ფანტაზიით”. ადრე მაილიმ ისიც თქვა, რომ მუსიკალური პროექტი Pink Floyd-ის საკულტო ჩანაწერის – The Wall ინსპირაციით შეიქმნა, თუმცა უფრო გლამურული და პოპ-კულტურით სავსეა.

აღსანიშნავია, რომ ლონგფლეი ვიზუალურია და მას თან მუსიკალური ფილმიც ახლავს. ფილმი ასახავს ეგზისტენციალურ თემებს, რომლებიც ტრავმისგან განკურნებასა და ცხოვრების ყველაზე ბნელ მომენტებში სილამაზის პოვნაზეა ორიენტირებული. ფილმის პრემიერა 6 ივნისს, ტრიბეკას ფესტივალზე შედგება. მისი ჩვენება მხოლოდ ერთი ღამით, 12 ივნისს, აშშ-ისა და კანადის კინოთეატრებში, ხოლო საერთაშორისოდ, 27 ივნისს გაიმართება.

ფილმში ნაომი კემპბელსაც ვიხილავთ. სუპერმოდელი შემსრულებლის ერთ-ერთი სიმღერის – Every Girl You’ve Ever Loved შესრულების ვიზუალურ ნაწილში მონაწილეობს. სრული ვიდეოს ხილვა, სწორედ ფილმშია შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მაილი საირუსმა ახალი ალბომის გამოშვებასთან დაკავშირებით საუბარი შარშან დაიწყო, ახალი წლიდან კი, მის აქტიურ პრომოუშენს შეუდგა.

მაილი საირუსმა ახალი ალბომი Mugler – ის საკულტო „ლუქით“ დააანონსა

ანდრეა ბოჩელი, ბილი აილიში, მაილი საირუსი – ლილ უენი საკულტო სერიის – The Carter მეექვე ნაწილს გამოუშვებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები