“დღეს რაც ხდება, სწორედ იმ სტრატეგიითა და გეგმით მიდის, რომელიც გვქონდა მოხაზული ქართულ პოლიტიკაში.” – “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი ამბობს, რომ რეიტინგებს მოგვიანებით დაითვლიან, ახლა კი ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკის განხორციელებას განაგრძობენ.
გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ მაისსა და ივნისში, ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით პარლამენტს მაქსიმალურად დატვირტავენ, მიმდინარე კვირის ბოლოს და მომავალი კვირიდან კი საზოგადოება პარტიის მხრიდან არაერთ ინიციატივას ნახავს:
“დღეს რაც ხდება, სწორედ იმ სტრატეგიითა და გეგმით მიდის, რომელიც გვქონდა მოხაზული ქართულ პოლიტიკაში. დღეს პირველი ფაზაა. ჩვენი პირველი ფაზაა ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, პარლამენტში მეტი ინიციატივა, რომელიც ხალხს აწუხებს. მერე დავთვლით რეიტინგებს. რაც შეეხება კანდიდატებს, კანდიდატებზე ივლისში ჩამოვყალიბდებით.
ვფიქრობთ, რომ მესამე ცენტრის კონცეფცია აუცილებლად ყველაზე მომგებიანი სტრატეგიაა. აქედან გამომდინარე, ძალიან ბევრთან გვაქვს დიალოგი, მაგრამ საჯაროდ ამ ყველაფერზე ვისაუბრებთ ივლისში. მაისში და ივნისში მაქსიმალურად დავტვირთოთ პარლამენტი ხალხისთვის საჭირბოროტო საკითხებით. ამ კვირის ბოლოდან და მომავალი კვირიდან თქვენ ნახავთ ჩვენი მხრიდან არაერთ ინიციატივას.” – თქვა ვაშაძემ.
