LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას საკუთარი თავი მივუძღვენით  

143
მაკა ბოჭორიშვილი

„ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის გახსნაზე განაცხადა, 12 რეკომენდაციიდან უმეტესობა სრულად არის შესრულებული, თუმცა მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებასთან დაკავშირებით, ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის.

ოხანაშვილი: ყველა პუნქტი შესრულებულია, დარჩენილია 2 საკითხი – ივნისის ბოლომდე 12-ვე პუნქტს შევასრულებთ

„ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება რჩება მნიშვნელოვან იარაღად ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის პროცესში.

„ანგარიში ოქტომბერში გამოქვეყნდება - გადაწყვეტილება 27 წევრი ქვეყნის ხელში უმაღლეს პოლიტიკურ დონეზეა“ – ჰერჩინსკი EU-ს სტატუსზე

„ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დრო იმისთვის, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური პროგრესი 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით“.

2014 წლიდან საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების საკითხში პროგრესის მისაღწევად. საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა.

ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც თებერვალში გამოქვეყნდა, ასევე აღიარებულია საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი.

სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, 12 რეკომენდაცია შესრულდება ისე, რომ სალაპარაკო არავის არაფერი დარჩება, თუმცა 100%-ით დარწმუნებული არ ვარ, რომ სტატუსს მივიღებთ

ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი გრძელვადიანი კონსტიტუციური მიზანია, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების 80 პროცენტზე მეტი, საქართველო ისწრაფვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისა და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად.

გასულ წელს საქართველომ გააკეთა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ევროპული ოცნების განხორციელებისკენ.

ჩვენ მივუძღვენით საკუთარი თავი ევროკავშირის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის შესრულებას და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი უმეტესობა სრულად არის შესრულებული.

იოზვიაკი: „ბრიუსელში საუბარია EU-ს 35 წევრ ქვეყანაზე, 10 ქვეყანა კანდიდატი ან პოტენციური კანდიდატია, რომელი 2 გამოირიცხა?“

მიუხედავად ამისა, შარშანდელმა გადაწყვეტილებამ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ ადგილი დატოვა გაურკვევლობისა და სპეკულაციებისთვის. ეს არც არის აუცილებელი და არც სასარგებლო ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“. – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g