LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მახსოვს, როგორ ვეძებდით ცხედრებს და როგორი ერთიანი იყო მაშინ მთელი ერი… ამ ტრაგედიასთან ერთად ყველაზე დიდი სიხარული იყო ის, რომ მთელი ერი ერთად შეიკრა“ – მამა შალვა კეკელია 13 ივნისზე

150
მამა შალვა კეკელია 13 ივნისზე

„ამ ტრაგედიასთან ერთად ყველაზე დიდი სიხარული იყო ის, რომ მთელი ერი ერთად შეიკრა“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ 13 ივნისის მემორიალთან განაცხადა.

მისი თქმით, 13 ივნისი არის დღე, როდესაც უნდა დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი:

„ეს არის დღე, როდესაც თითოეულ ჩვენგანზე უნდა დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანია ერთი ადამიანის სიცოცხლეც კი და როგორ შეიძლება ერთ წამში ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში შეიცვალოს… 

ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, იმიტომ, რომ მათთვის ყველაზე მძიმე დღე გათენდა. მახსოვს, როგორ ვეძებდით ცხედრებს და როგორი ერთიანი იყო მაშინ მთელი ერი. ამ ტრაგედიასთან ერთად ყველაზე დიდი სიხარული იყო ის, რომ მთელი ერი ერთად შეიკრა“ – აღნიშნა დეკანოზმა.

13 ივნისის სტიქიიდან 9 წელი გავიდა.

„გვახსოვს 2015 წლის 13 ივნისი, დღე, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე წაგვართვა და ასევე, გაგვაცნო გმირები – ამ უმძიმესმა ტრაგედიამ აღმოგვაჩენინა ახალი თბილისი“ – კახა კალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g