LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაკრიტიკებდნენ, მემუქრებოდნენ, მაგრამ ახლა სინდისი არ მაწუხებს.. ერზინში დანაკარგი არ გვაქვს“ – დამანგრეველ მიწისძვრას გადარჩენილი ქალაქი და მერი, რომელიც ადგილობრივებისთვის გმირად იქცა

605
Untitled design (5)

თურქული მედიის ცნობით, ერზინი ჰათაის პროვინციაში მდებარე პატარა ქალაქია, რომელიც 6 თებერვალს მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას გადაურჩა.

როგორც მედია წერს, ქალაქში მცხოვრები 42 ათასზე მეტი ადამიანი, ქალაქის ნგრევისგან გადარჩენას მერს, ოკეშ ელმასოღლუს უნდა უმადლოდეს.

თავად მერმა, ოკეშ ელმასოღლუმ მომხდარი კანონის ფარგლებში მუშაობით ახსნა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერზინში მკაცრად აკრძალულია უნებართვო შენობების მშენებლობა.

„ერზინში დანაკარგი არ გვაქვს. მერობის პერიოდში მე არ დავუშვი ერთი კორპუსის უკანონოდ აშენებაც კი. ხანდახან ბრაზდებოდნენ ჩემზე, მაკრიტიკებდნენ და მემუქრებოდნენ

„გგონია, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი პატიოსანი ადამიანი ხარ? – ეს სიტყვები ჩემი ყურით მოვისმინე, მაგრამ ახლა სინდისი არ მაწუხებს“, – თქვა ოკეშ ელმასოღლუმ მედიასთან საუბრისას.

 

ვინ არის ოკეშ ელმასოღლუ

 

 

დაიბადა ერზინში 1979 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ მარმარის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა.

2019 წლის 31 მარტის ადგილობრივ არჩევნებზე მერობის კანდიდატად აირჩიეს რესპუბლიკური სახალხო პარტიიდან.

 

 

ბოლო ცნობებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 41 000-ს გადააჭარბა.

თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანაში 35 418 ადამიანი დაიღუპა. სირიაში კი გარდაცვლილთა რიცხვი 5 800-ზე მეტია.

თურქეთსა და სირიაში პირველი დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს, გამთენიის, 04:19 წუთზე მოხდა.

სამაშველო ოპარაციაში ადგილობრივ მაშველებთან ერთად 82 ქვეყნიდან 9 046 მაშველი მონაწილეობს. მათ შორის არის ასამდე ქართველი, რომლებიც ქალაქ ადიამანში მუშაობენ.

WHO: დამანგერეველი მიწისძვრის შემდეგ თურქეთსა და სირიაში ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს

თურქეთში ნანგრევებში 32 წლის ხელბურთელი ჯემალ კუტაჰია და მისი 5 წლის შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ვიდეო: მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან სამი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ვიდეო: მიწისძვრიდან 212 საათის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 77 წლის ქალი ცოცხალი ამოიყვანეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g