LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაკუნა გოჩიაშვილი: „ამ ვიდეოთი მივულოცავ ამ ბიჭს დაბადების დღეს, ეს არის მისი თამამი და მებრძოლი ხასიათის სიმბოლო ჩემთვის, 10 წლის გახდა დღეს პეტრე, რომელსაც სჯერა სიცრუეზე სიმართლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების, რადგან პირადად აქვს გამოცდილი“

318
პეტრე

მაკუნა გოჩიაშვილის ვაჟი, პეტრე 10 წლის გახდა.

ამის შესახებ მაკუნა სოციალურ ქსელში წერს და პეტრეს ვიდეოს გვიზიარებს.

„ამ ვიდეოთი მივულოცავ ამ ბიჭს დაბადების დღეს. ეს არის მისი თამამი და მებრძოლი ხასიათის სიმბოლო ჩემთვის.

10 წლის გახდა დღეს პეტრე, რომელსაც სჯერა სიცრუეზე სიმართლის, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების, რადგან პირადად აქვს გამოცდილი.

რომელიც საოცრად პატრიოტიცაა და ხშირად მეკითხება, აბა რა ვქენით, მოვიგეთ? (მისი პატრიოტიზმის დამადასტურებელ ვიდეოს კომენტარებში დავდებ)

რომელიც არის უკიდეგანოდ კეთილშობილი, მზრუნველი, ნიჭიერი, არტისტული და არ დავიშურებ ძალისხმევას, გაიზარდოს ჯანსაღ გარემოში, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებულ ქვეყანაში, სადაც საკუთარი უნარების რეალიზება, მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა გარანტირებული ექნება.

მიყვარხარ ჩემო პატარა დიდო ბიჭო!“ – წერს მაკუნა გოჩიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g