ჩინეთში, 30 წლის მამაკაცმა 222 კილომეტრი 45 საათში სიყვარულის სახელით ირბინა. თავის მარათონს მან „რწმენისთვის და მისთვის“ უწოდა და მისი დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ამჟამად მარტოხელაა და ამ გზით სწორედ სიყვარულის პოვნას შეეცადა.
სტარტის წინ თავის გვერდზე მან დაწერა: „აკეთეთ, რაც გიყვართ და შეხვდებით, ვისაც შეიყვარებთ“.
45 საათის განმავლობაში ჯამში მან 3 საათი შეისვენა, რამდენიმე მორბენალი მან მხარდაჭერისთვისაც შეუერთდა.

