აშშ–ში, პენსილვანიაში მცხოვრებმა მამაკაცმა გადაწყვიტა პანდემიის კრიზისის დროს პოლიციის მუშაობა დაეფასებინა, ამიტომ სამართალდამცავებს დრონით საყვარელი დონატები გაუგზავნა.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, ალექს ბიჩმა პოლიციის განყოფილებაში თავიდან წერილი გაგზავნა. ბარათი დრონზე იყო მიმაგრებული და იტყობინებოდა, რომ მათ მალე დონატებს მიუტანდნენ. უპილოტო აპარატის მიერ გადაღებულ კადრში ჩანს, თუ როგორ აიღო პოლიციელმა წერილი და დრონს ხელიც დაუქნია.
შემდეგ ბიჩმა დრონი დააბრუნა და მას ამჯერად, გემრიელი დესერტით სავსე პაკეტი დაუმაგრა. პოლიციელმა, რომელმაც წერილი მიიღო, ამჯერად პაკეტიც აიღო და მადლობის ნიშნად ჰაერში ცერა თითი აწია.
„ამ პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებას ძალიან ბევრი დრო დასჭირდა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ 2020 წლის დასასრულებლად ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.“ – ფიქრობს ალექსი.