თბილისში, ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე, მამაკაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა.
არსებული ინფორმაციით, ქალს 11 ჭრილობა აქვს მიყენებული. არსებული ცნობითვე, ქალი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფება.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 151-ე პრიმა მუხლებით დაიწყო.
