LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამაკაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა” – ქობულეთში მკვლელობა მოხდა

1828
8756

ქობულეთში, სოფელ ხალაში ახალგაზრდა მამაკაცი თანასოფლელმა მოკლა.

როგორც სოფლის რწმუნებულმა ნოდარ კახიძემ განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებული უკვე დაკავებულია.

“სათევზაოდ იყო წასული. გვიან ღამით, უკან დაბრუნებისას სპეციალური ნიღაბი ეკეთა. პარალელურად თანასოფლელი ამავე გზაზე გადაადგილდებოდა, სიბნელის გამო, ვერ მიხვდა, რომ ადამიანი იყო, სამწუხაროდ, ახალგაზრდა მამაკაცმა ხმა არ გასცა. 43 წლის მამაკაცს ეგონა დათვი შეხვდა, რის გამოც ესროლა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

შემთხვევა სოფლის გზაზე მოხდა, ჩაქვისთავში”, – განაცხადა ნოდარ კახიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას.

“ფორტუნა” დეტალებს შსს-ში არკვევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები