„ბიძინა ივანიშვილი არის აგონიაში და ახლა ის ქვეყანაში ატარებს კონსტიტუციურ გადატრიალებას… ყოველდღე ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, რომ მიდის ტერორი. დღეს უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების ოფისში შესვლის და დარბევის ფაქტები. კიდევ აქვთ რაღაც ჩანაფიქრები და სცენარებს დგამენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
ხაზარაძე ჟურნალისტებთან დღევანდელ დაკავებებს გამოეხმაურა. როგორც „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა აღნიშნა, ყოველდღიურად ტერორის მომსწრე ვართ.
ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე: „რეჟიმის გადარჩენის პროცესია, რომელიც ვერ გადარჩება“
„ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა ხალხის ხმები, ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია არჩევნებზე, შემდეგ გაწყვიტა ურთიერთობა ევროპასთან, ამას მოჰყვა აშშ-ის გასვლა სტრატეგიული პარტნიორობიდან და ახლა პოლიციის ფორმაში გადაცმულ კრიმინალებს აცემინებს ჩვენს შვილებს. ყოველდღე ჩვენ ვართ მომსწრენი იმისა, რომ მიდის ტერორი. დღეს უკვე ვნახეთ პოლიტიკური პარტიების ოფისში შესვლის და დარბევის ფაქტები. კიდევ აქვთ რაღაც ჩანაფიქრები და სცენარებს დგამენ, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ. ძალიან მწყობრად და ძალიან მტკიცედ ქართველი ხალხი დაიბრუნებს წართმეულ საქართველოს, რომელსაც თავისუფალი და ძლიერი საქართველო ჰქვია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
სამართალდამცავებმა „ძლიერი საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს