LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობების გაუქმების შემდეგ, ვინც იუსტიციის სახლს მიმართავს, რომ რელიგიური შეხედულების ან ჯანმრთელობის გამო არ სურს ID ბარათის აღება, ახალი ლამინირებული მოწმობების აღებას შეძლებს

241
მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც 2011 წლამდე გაცემული პირადობის მოწმობები გაუქმდება, მოქალაქე, ვინც იუსტიციის სახლს მიმართავს, რომ რელიგიური შეხედულების ან გარკვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ სურს ID ბარათის აღება, ახალი ლამინირებული მოწმობების აღებას შეძლებს.

მისივე განცხადებით, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც ლამინირებული პირადობის მოწმობები 2011 წლამდე ჰქონდათ აღებული, არჩევნებში ვერ მიიღებდნენ მონაწილეობას, განახლებული ლამინირებული პირადობით კი ამის შესაძლებლობა ექნებათ.

მდინარაძის განმარტებით, „საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანებს საარჩევნო უფლებას ვერ წაართმევ და ვერ შეუზღუდავ ვერანაირად“.

ირაკლი კობახიძე: „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისეთი ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც არაელექტრონული პირადობის მოწმობები ექნებათ, მაქსიმუმ 500-1000 კაცი იქნება“

„2011 წლამდე პირადობის მოწმობა რაც გამოიცა, ძალაში ძველი გამოცემულებიდან დარჩება მხოლოდ 64 ცალი, სხვადასხვა შეხედულებისა თუ ჯანმრთელობის გამო ვინც არ ცვლის აიდი ბარათით, თუ კიდევ 64 თუ 164 მიმართავს ახლის აღების მოთხოვნით, მათაც ექნებათ საშუალება არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა, ისევე როგორც სამოქალაქო ბრუნვაში დარჩენის. მაგალითად, პენსიონერმა რომ გვითხრას, აიდი ბარათის აღება არ მინდა და უნდა ავიღო პენსია ამ ჩემი (ლამინირებული) პირადობით, ვეღარ აიღებს არსებული კანონმდებლობით და სამოქალაქო ბრუნვიდან ხომ არ ამოიღებ, ადამიანს უფლებებს ხომ ვერ ჩამოართმევ, მხოლოდ საარჩევნო უფლებაზე კი არ არის საუბარი, ყველა უფლებაზეა. ამიტომ ინჯიას ინიციატივას დაემატება ეს ინიციატივა, რომ გაუქმდება 2011 წლამდე გაცემული და ადამიანები აიღებენ, სხვადასხვა შეხედულება თუ ექნებათ, ასეთივე მოწმობას. ვინც არ აიღებს ახალს სიიდანაც ამოირიცხებიან, რისკი განულდება.

სულ არის 223 ათასი ლამინირებული პირადობის მოწმობა, ესენი რომ გაუქმდება, ახლისთვის უნდა მივიდნენ, ანუ უნდა განაცხადოს 50 ათასმა ადამიანმა (პირობითად), რომ ჩვენ გვაქვს რელიგიური დამოკიდებულება ისეთი და მრწამსი, რომ ჩვენ გვინდა ავიღოთ მაინც და მაინც ისევ ლამინირებული, 500-მა ადამიანმა მართლა შეიძლება განაცხადოს ეს და 800- მაც. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ადამიანს საარჩევნო უფლებას ვერ ართმევ, ვერ შეუზღუდავ ვერანაირად. ეს ადამიანები ლამინირებული მოწმებებით არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებდნენ, ჩვენ ვეუბნებით, აგერ ბატონო გაგიუქმდებათ ძველი, მაგრამ ახალს მოგცემთ და მიიღებთ არამხოლოდ არჩევნებში მონაწილეობას, სამოქალაქო ბრუნვაში მიიღებთ ჩვეულებრივად”,- განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g