LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს, ვერ წარმოვიდგენდი – როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, მანდატის შეწყვეტაზე პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო“

338
მამუკა მდინარაძე

„ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ფაქტი, რომ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მისი სადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ.

აღნიშნულით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ ვაშაძემ პარლამენტს მანდატის შეჩერებაზე ინდივიდუალურად მიმართა.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობაში“ პიროვნულ დონეზე არეულობა აქვთ.

XI მოწვევის პარლამენტმა 150-ვე წევრი უფლებამოსილება ცნო

„ამხელა სანერვიულო თუ შემხვდებოდა დღეს ვერ წარმოვიდგენდი. როგორც ჩანს, „ტოპ ტვინების“ გადაწყვეტილებაა, პირველი გიორგი ვაშაძემ გამოაგზავნოსო. მეც კი გამჩენია შეგრძნება, რომ რაღაც არეულობაა. პიროვნულ დონეზე მათ არეულობა აქვთ.

საცერივით არის მათი ინფორმაციები, გაჟონვა-გამოჟონვა სადმე თუ ხდება, მათ გუნდში ხდება. ამ გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შემიძლია გითხრათ, რომ პიროვნულ დონეზე, შესაძლოა ზედმეტიც არ იყოს რომ ვერ იტანენ ერთმანეთს, დიდი განხეთქილება აქვთ.

თაკო ჩარკვიანი: „სად ხართ ოპოლიდერებო? აქ ვერ გხედავთ უკვე 3 თუ 4 საათია?! რაღაცა უთხარით ხალხს, რაღაც სამომავლო!!!“

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და ოპოზიციის ლიდერებს მიმართავს კითხვით, თუ რატომ არ ჩანან საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად.

არ დაიჯეროთ, მათ დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება ელემენტარულ დონეზე არ აქვთ. ერთი დაწესებულებიდან მეორეში ისე ვერ გადავლენ, პატრონებს რომ არ შეეკითხონ.

შალვა პაპუაშვილი – „ჩემი ფეხი არ იქნება პარლამენტში“ ჰგონიათ ამათ პარლამენტში არშესვლა, დაწერონ განცხადებები – ორი გზა აქვთ: ან მანდატებზე თქვან უარი და ამით დაინგრიონ საკუთარი თავი ან არ დაწერონ განცხადებები და ამით დამცირდნენ

მეცოდებიან, ასეთი თავისუფლების შეზღუდვა, რაც მათ აქვთ, ერთადერთია, რამაც შესაძლოა ეს ხალხი შეგაცოდოს. ხაზარაძე და გახარია 9-ჯერ გამოვიდნენ სალომე ზურაბიშვილისგან, რათა შეკითხოდნენ პატრონებს:

„რა ვქნა“, „რა ვუპასუხო“, „თქვენი როგორ ამბობს“.. .გახსოვთ, 2 დღეში რამდენჯერ შევიდნენ და გამოვიდნენ? რაში სჭირდებოდათ…ჩვენ ხომ პიარს გვიგორებდნენ ივანიშვილს ეკითხებიან ყველაფერსო, რა თქმა უნდა, უპირატესად ვითვალისწინებთ, გასაგებია მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების ხარისხი. გამოვდიოდი და ასე ვრეკავდი?!

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ – ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს, მიმართავენ ძალიან მალე

9-ჯერ გამოვიდნენ დღე-ნახევარში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრიდან, იქიდან დაერეკათ, ერთი პატრონის ქვეშ არ იყვნენ? არავითარი დამოუკიდებელი მოქმედების საშუალება არ აქვთ“. – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g