LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: არავის იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ

161
მამუკა-მდინარაძე

„არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ,“ – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ამასთან, დეპუტატი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე აზიარებს „ქართული ოცნების“ მიერ ატვირთულ ვიდეოს – #ნაცობასირცხვილია.

მდინარაძის თქმით, ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ.

„არავის, არც ერთ გაშიფრულ თუ დღემდე გაუშიფრავ აგენტს, იმდენი საქმე არ გაუკეთებია პუტინისთვის საქართველოში, რამდენიც სააკაშვილმა და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააკეთეს და დღესაც აკეთებენ! ამიტომ ძალიან ყალბია მათი „სიბრაზე“ და ის „ანტირუსული კამპანია“, რომელსაც ისინი განახლებული ენერგიით აწარმოებენ!

ჯერ ამაზე უპასუხონ ქართულ საზოგადოებას, რატომ დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში აგვისტოს ომიდან ორი თვის შემდეგ!

საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ამაში რუსული საქმის მკეთებელი ფსევდომედასავლეთეები ხელს ვერ შეგვიშლიან!“, – წერს მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობს.

კადრები მიხეილ სააკაშვილის სასამართლოდან: “ყველაფრის უფლებას გვართმევთ ხომ? ლაივის უფლება მაინც მიეცით…”

 

magti 5g