LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“

123
მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს… „ინტერესით კვდებიან“, ვის დაასახელებს მმართველი პარტია“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

კახა კალაძე: „მომავალ კვირას გაიგებთ, ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი“

მამუკა მდინარაძის სიტყვებით, „კახასნაირ [კალაძე] უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ“.

„მხოლოდ იმის გამო, რომ ოფიციალურად, ფორმალურად მერობის კანდიდატებს პოლიტიკური საბჭო წარადგენს და პოლიტიკური კულტურა/ტრადიცია არსებობს, რომ დასახელებამდე თავი უნდა შეიკავო ბოლომდე დადასტურებისგან, ერთკვირიანი „დაბნეულობისთვის” ქართან ფლირტი გადაწყვიტეს…

არადა კახასნაირ უალტერნატივო კანდიდატზე ვერც ვერასდროს იოცნებებენ!“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი ვინ იქნებაო – არაფრისგან ვითომპიარი რადიკალების მხარეს…😊 “ინტერესით კვდებიან” ვის…

Posted by მამუკა მდინარაძე / Mamuka Mdinaradze on ორშაბათი, 28 ივლისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g