საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მოწმეები და უფლებადამცველები თავდაპირველად აქცენტს მხოლოდ შეთქმულების მუხლზე აკეთებდნენ და ტერორიზმის მუხლს, შეგნებულად არ ახსენებდნენ.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, სულ მცირე, ეჭვს იწვევს, რატომ ერიდებოდნენ ტერორიზმის მუხლის შესახებ კომენტარის გაკეთებას, მაშინ, როცა ყველამ იცოდა, რაში იყო საქმე.
„პირველი სამი დღე იცოდნენ, რომ გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობდა. არა მხოლოდ ისინი, არამედ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები, მათი უფლებადამცველები, თავად მოწმეები აქცენტს აკეთებდნენ, რომ შეთქმულების მუხლით მიმდინარეობს გამოძიება, ტერორიზმს საერთოდ არ ახსენებდნენ.
დავუშვათ, ვიდრე გამოკითხვაზე მივიდოდნენ, არ იცოდნენ, გამოსვლის შემდეგ ხომ ყველამ იცოდა, რომ ტერორირიზმის მუხლით მიმდინარეობდა და ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო გამოკითხვის პროცესშიც, როგორც მათივე ნათქვამიდან აღმოჩნდა. ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები ამაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი.
ყველა საქმის კურსში იყო, რაში იყო საქმე. თურმე გეგმავდნენ ბიძინა ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა ლიდერების მკვლელობას, აფეთქებას, ტერორისტიულ აქტებს და ამის მეშვეობით სახელმწიფო გადატრიაალებას, სხვა არაფრის შანსი რომ აქვთ, არჩევნების მოგებაზე აღარ არის საუბარი. ტერორიზმის მუხლს ცოცხალი თავით არ ახსენებდნენ.
რატომ? არ იცოდნენ? დავუშვათ, მისვლის მომენტში არ იცოდნენ, მაგრამ გამოსულებმა ხო იცოდნენ? ტერორიზმის მუხლს რატომ მალავდა? ე.ი. მარტივად გაიშიფრნენ.
გაუთქმელობა რანაირი არგუმენტია, გაუთქმელობა ეხებოდა ტერორიზმს და შეთქმულებას არა? ნახეთ ტელევიზიების ნარატივი, მხოლოდ შეთქმულებაზე საუბროდნენ, მესამე დღეს რომ გამოჩნდა, ტერორიზმის მუხლიც იყო, შემდეგ დაიწყეს ამაზე საუბარი.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი: „გამოკითხვისას საუბარი იყო ივანიშვილისა და „ოცნების“ მაღალჩინოსნების წინააღმდეგ შესაძლო ტერორისტული აქტის მომზადებაზე“
„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან.“
სუს-მაც დაადასტურა ტერორიზმის და შეთქმულების მუხლიც, პირველ დღეებში მათ რატომ დამალეს ტერორიზმის მუხლი? ვთქვათ, არ ამხელდნენ ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, დღეს ხელი არ აქვთ მოწერილი გაუთქმელობის ხელწერილზე? გუშინ ჰქონდათ და დღეს არ აქვთ, მოსამართლემ ან გამომძიებელმა მისცათ უფლება, ამაზე ილაპარაკეთო? საგულდაგულოდ მალავდნენ და ახლა იძულებული გახდნენ, ამაზე ილაპარაკონ.
აქ არის ძაღლის თავი დამარხული. მათი მედია პირველ დღეს შეთქმულებაზე საუბროდა, წარმოუდგენელია, არ სცოდნოდათ, რომ საუბარი იყო ტერორიზმზე და ბიძინა ივანიშვილზე, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებზე, მათ აფეთქებასა და ამ გზით ხელისუფლების ცვლილებაზე.
მალავდნენ და აწვებოდნენ შეთქმულების მუხლს, რომ შემდეგ როგორც იციან, ამაზე ეღლიცინათ, თითქოს მორიგი არარეალური და აბსტრაქტული გამოძიება იყო“. – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინფორმაციითსვის, ტერორიზმისა და შეთქმულების მომზადების საქმეზე გამოძიება გრძელდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ტერორიზმის მომზადებისა და შეთქმულების მუხლებით მიმდინარეობს, უწყებამ რამდენიმე პირი უკვე გამოჰკითხა.