საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ეხმაურება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და ურჩევს, „მკაცრად გააკრიტიკოს საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილთან საუბარი საკუთარი ინიციატივით გამართა“.
„სალომე ზურაბიშვილს ვურჩევ, მკაცრად გააკრიტიკოს თავისი მეგობარი მაკრონი, რომელმაც საკუთარი ინიციატივით, ბიძინა ივანიშვილთან საუბარი გამართა.
ეს შეიძლება მართლა გააკეთონ, ისე არიან მომსახურების ზონიდან გასულები, მაგრამ ცივილიზებულ სამყაროში ჩვენ გვეიმედება ხალხი, რომ საბოლოოდ, იმ არასწორი და უსამართლო დამოკიდებულების მიუხედავად, თუნდაც პარალელურად, ისინი შეეცდებიან საუბარს დამოუკიდებელი ქვეყნის ხელისუფლებასთან, მისი პარტიის დამფუძნებელთან, მისი პარტიის წარმომადგენლებთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და ა.შ.“ – თქვა მამუკა მდინარაძემ.