LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე შს მინისტრად მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ: „ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით – ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“

146
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე ინიშნება, ჭორია.

მისივე თქმით, ამ ჭორს გაგრძელება არ ექნება.

„ძალიან გთხოვთ, ჭორებს ნუ აჰყვებით. მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ეს არის ჭორი, რომელსაც გაგრძელება არ ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია „ფორმულამ“ გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აღნიშნულ თანამდებობაზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა განიხილებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g