LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე: „თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ თამამად, შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ მართლები ვართ – როცა უსამართლო დამოკიდებულებას ვიღებთ დუმილის სახით, ვლაპარაკობთ ამაზე ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“

105
მამუკა მდინარაძე

ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, გახმოვანებული „მესიჯები“ ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე?! – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მან პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ღია წერილთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, ძალიან კარგი და საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ „ასეთი გაბედული ტონით შეუძლია საქართველოს და მის ხელისუფლებას საუბარი“.

„ძალიან კარგია, მათ შორის, საამაყოც კი შეიძლება იყოს ის ამბავი, რომ ასეთი გაბედული ტონით საუბარი დღეს ჩემს, თქვენს, ჩვენს ქვეყანას შეუძლია. ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, რატომ ხდება ისე, რომ ჩვენი და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის პათოსი, განწყობა, დამოკიდებულება, მესიჯები გახმოვანებული მათ მიერ და გაცილებით ადრე ჩვენ მიერ, ერთი- ერთში ემთხვევა ერთმანეთს და ამის მიუხედავად აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტისა და ადმინისტრაციისგან ერთი სიტყვაც არ თქმულა საქართველოზე.

ირაკლი კობახიძე დონალდ ტრამპს: „ჩვენ ღიად ვსაუბრობდით „დიფ სთეითის“, USAID-ის, NED-ის და სხვა შესაბამისი სუბიექტების დანაშაულებრივ საქმიანობაზე რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე თქვენ იდენტურ განცხადებებს გააკეთებდით – გვაქვს სრულიად იდენტური შეფასებები უკრაინის ომთან, გენდერულ და ლგბტ-პროპაგანდასთან და მრავალ სხვა საკითხთან დაკავშირებით“

ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს უნდა განმარტოს იმ ქვეყანამ, იმ ქვეყნის ხელმძღვანელებმა, ლიდერებმა, რომლებსაც ჯერ კიდევ ძალაში აქვს დატოვებული ბაიდენის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები, მისი ადმინისტრაციის დანაშაულებრივი დამოკიდებულების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოსა და მისი არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ. სანამ ეს არ იქნება განმარტებული, ეს გადაწყვეტილებები არ იქნება შეცვლილი, მანამდე მთელ მსოფლიოში, არამხოლოდ საქართველოში ვისაც კი ეს ხმა მიწვდება, დაისმება შეკითხვა, რატომ ხდება, რომ პოზიციათა აბსოლუტური თანხვედრის მიუხედავად, ერთი მხარდამჭერი განცხადებაც კი არ გახმოვანებულა.

რაც შეეხება „MEGOBAR აქტს“, ხავსია ქართული აგენტურული ოპოზიციისთვის. „დიფ სთეითს“ ერთი მხრივ ებრძვის ახალი ადმინისტრაცია, მეორე მხარეა, რომ რაღაც აქტებს იღებენ. თუ იქნება მოქმედებაში მოყვანილი როდისმე, რა „დიფ სთეითის“ დამარცხებაზეა საუბარი, პირიქით ხდება. ეს აქტი არის ხავსი წყალწაღებული ოპოზიციისთვის, მაგრამ როგორც მინიმუმ ის დუმილი, რომელიც აშშ-ის მხრიდან მოდის, არის გაურკვევლობა, მათ შორის „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

„[ირაკლი კობახიძის წერილი] ეს არის სამარცხვინო… ძალიან მაინტერესებს ოდესმე თუ წაიკითხავს ამას ამერიკის პრეზიდენტი, ალბათ დღეს ამისთვის ნაკლებად სცალია, მაგრამ ვინც წაიკითხავს, ძალიან სამწუხაროა, ეს მათთვის იქნება გამაოგნებელი“ – ზურაბიშვილი კობახიძის ღია წერილზე

ჩვენ თავდახრილები და დაჩოქილები კი არ ვეხვეწებით ვიღაცას რაღაცას, არამედ ხმამაღლა თამამად შესაბამისი ტონით ვეუბნებით, რომ ჩვენ მართლები ვართ საკუთარ საზოგადოებასთან და მერე ყველა პარტნიორთან ურთიერთობაში. როცა მეორე მხრიდან ვიღებთ უსამართლო დამოკიდებულებას, როგორც მინიმუმ დუმილის სახით, ამასთან დაკავშირებით დღეს შეგვიძლია, რომ თამამად ვილაპარაკოთ და ვლაპარაკობთ ამაზე, ჯერ კულისებში, შემდეგ საჯაროდ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

კობახიძე წერილში საუბრობს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებულ სანქციებზე და აშშ-ის ადმინისტრაციას მისამართით ამბობს, რომ გასაკვირია, რომ ისინი ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებენ.

გარდა ამისა, კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის ღირებულებებს შორის სრული თანხვედრაა.

მან ასევე „დიფ სთეითზეც“ ისაუბრა. ის იმედოვნებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ დამარცხებას რეალურად შეძლებს, „რაც ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვაზე და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე უსათუოდ აისახება“.

„ჩვენ გვმართავენ ფსიქოპათები… ივანიშვილის რეჟიმი უნდა დაემხოს, ან სამშობლო, ან ბიძინა, ასეთია არჩევანი“ – გვარამია კობახიძის წერილზე

„ბოლოდროინდელი მოვლენები ქართულ საზოგადოებაში აჩენს განცდას, რომ განცხადებები „დიფ სთეითის“ დამარცხების შესახებ მხოლოდ ამ უკანასკნელის რებრენდინგის მცდელობაა და სხვა არაფერი. ხალხისთვის გასაკვირია, რომ თქვენ ბაიდენის გადაწყვეტილებებს მკაცრად აკრიტიკებთ, მაგრამ მის დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს დღემდე არ ასწორებთ“,- წერს ირაკლი კობახიძე წერილში.

ირაკლი კობახიძე ტრამპსა და ჯეი ვენსს: „ერაყისა და ავღანეთის მისიაში მონაწილეობით, ჩვენმა პატარა ქვეყანამ აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დაუზოგა, რაც აშშ-ს ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გაწეულ რეალურ დახმარებას მრავალჯერ აღემატება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g