LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა მდინარაძე – მამუკა მდინარაძე – 27-მა ქვეყანამ ელჩების პირით გვითხრა, სააკაშვილი კვდება, გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა, არ გავათავისუფლეთ და მართლები აღმოვჩნდით – დღეს გვეუბნებიან, კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ, რადგან ქართულია

156
Capture

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს  „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მიმართა მიმართა.

მდინარაძის თქმით, “კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, რომ ძალიან კარგია, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა”.

„არც რუსს უნდა და არც სხვა ვინმეს. შენ რასაც გავალებენ, ის მოგწონს. ამაშია ჩვენს შორის განსხვავება. შენ გავალებენ ახლა, რომ სხდომის დროს წამოხტე. დეკლარაციის შევსების გეშინიათ თქვენ და თქვენს მეგობრებს.

შარშან წინ 27-მა ქვეყანამ თავისი ელჩების პირით გვითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი კვდება და გაათავისუფლეთო, მაგრამ არ კვდებოდა და არ გავათავისუფლეთ. მარტო აღმოვჩნდით და მართლები აღმოვჩნდით. მერე ყველამ თქვა, რომ არა, არ კვდებაო, აღარ აღმოვჩნდით მარტო. ახლა აღარავინ აღარ ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას.

დღეს გვეუბნებიან, რომ ეს კანონი გაიწვიეთო, მაგრამ არ გავიწვევთ იმიტომ, რომ ქართულია და შემდეგ 27-ვე ქვეყანა იქნება იგივე აზრზე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოპულალურები