LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანანა და დედამისი გაზის აფეთქების დროს დაშავდნენ, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო…“ – ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

1361
გარდაცვლილი პირვეკლასელი

თბილისის N85 სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. 

სკოლის პირველკლასელი გოგონა, მანანა მეგრელიშვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

„სსიპ-ქალაქ თბილისის N85 სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სკოლის პირველკლასელი მოსწავლის მანანა მეგრელიშვილის გარდაცვალების გამო.

პატარა მანანა დიდი სიხარულით, ოცნებებითა და გაცისკროვნებული თვალებით მორბოდა 15 სექტემბერს სკოლაში, მაგრამ ეს სასწავლო წელი მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მანანა და მისი დედა გაზის აფეთქების დროს დაშავდნენ, ბავშვის პატარა გულმა ვეღარ გაუძლო და გარდაიცვალა.

სასკოლო საზოგადოება ვუსამძიმრებთ მანანას ოჯახს, ახლობლებს ამ უდიდეს ტრაგედიას. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი პატარა ანგელოზს!“, – ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ამდენი ბრძოლის მერე მაინც დამარცხდა“, „სიტყვებით ძნელია ტკივილის გადმოცემა“, „გამძლეობა ოჯახს“, – წერენ სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g