მანანა თოდაძე ჟურნალ „სარკესთან“ გერმანიაში გასტროლების ამბავს იხსენებს:
„ივერიის “ წევრებს ათასი თავგადასავალი გვქონდა. ანსამბლის უსაყვარლესი ბიჭები იმდენად კომფორტულები არიან, გასტროლი სულ სიცილ-ხარხარში გაგვყავდა. შეგრძნება მქონდა, რომ ნუგზარ კვაშალის, ვახო ტატიშვილის, თემურ წიკლაურისა და ანსამბლის სხვა წევრების შვილი ვიყავი. ანსამბლის სხვა წევრების შვილი ვიყავი. ქორებივით დამტრიალებდნენ თავს და ახლოს არავის მაკარებდნენ, ვინმემ მანანას არ აწყენინოს.
ერთხელ გერმანიაში ერთ-ერთი ქალაქის გუბერნატორს მოვეწონე. კაცი გადაირია, მაგრამ ჩემი ბჭები ისე ეჭვიანობდნენ, ის უბედური ახლოს არ გამაკარეს!..“