საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს ამბიცია აქვს, რომ არსებულ ხელისუფლებას შეცვლის და, მისივე თქმით, ამისთვის ის ყველაფერს გააკეთებს. ვანო მერაბიშვილი განმარტავს, რომ ამ მიზნით ის აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკაში და გაერთიანდება რომელიმე პარტიაში, თუმცა კონკრეტულად რომელ პარტიაში, ამაზე მან არ ისაუბრა. ამის შესახებ მერაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.
„ვესაუბრები ადამიანებს, მეგობრებს, თანამებრძოლებს ყველა პარტიიდან. ოპოზიციურ ფრთას ვგულისხმობ. ვესაუბრები პოლიტიკაზეც, პირად საკითხებზეც. ჩემი ამოცანაა, რომ ოპოზიცია ქართველ ხალხთან გაერთიანდეს და ქართველ ხალხთან ერთად შეცვალოს ხელისუფლება. მე ვარ ვანო მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შს მინისტრი და ამავე დროს ადამიანი, რომელიც აქტიურად ჩავერთვები პოლიტიკაში. რა თქმა უნდა, რომელიმე პარტიაში გავერთიანდები. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ არ გეტყვით, ამისთვის, ცალკე გამოვიყენებ საშუალებას“, – აცხადებს მერაბიშვილი
“ჩემი ბრალია, სპეცრაზმი ისე ვერ მოვამზადეთ, რომ თავის გაკონტროლება შეძლებოდათ” – ვანო მერაბიშვილი
ყოფილი შს მინისტრი აცხადებს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ ხელისუფლების შეცვლამდე აპირებს, შემდეგ კი ის საზოგადოებრივ სამსახურში გადავა.
“მაქვს ამბიცია, რომ შეიცვალოს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ, მოვიდეს ნორმალური ხალხი ხელისუფლებაში, ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა იქნება მინიმალური და ჩემი მთავარი კოცენტრაცია მოხდება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. ხელისუფლების შეცვლამდე ვაპირებ პოლიტიკურ მოღვაწეობას, მმართველობით სისტემაში კი მონაწილეობას არ მივიღებ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
