ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა და “ხიმნასიას” მთავარმა მწვრთნელმა დიეგო მარადონამ საკუთარი კლუბის პირველი გამარჯვება ცეკვით აღნიშნა. ვიდეო Twitter-ზე გავრცელდა. მარადონას გუნდმა, არგენტინის ჩემპიონატზე „გოდოი კრუსს“ 4:2 მოუგო. 58 წლის სპეციალისტის ხელმძღვანელობით, გუნდისთვის ეს პირველი გამარჯვებაა.
#GELP baila y festeja Diego Armando Maradona. Esa rodilla es elástica pic.twitter.com/dXzmoLx3xd
— Juan Manuel Bianchi (@jmbianchi20) October 5, 2019
მარადონამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი სექტემბრის დასაწყისში გააფორმა.